კირონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა უკვე მეორედ აჩვენა, რომ კრიშტიანუ რონალდუ დავირუსებულია.
ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა მეგოლემ „ვერონასთან“ მატჩი გამოტოვა, თუმც მზადებას ინდივიდუალურად აგრძელებს. ყველაფრის მიუხედავად, კრიშს კიდევ რჩება შანსი, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშოს.
საამისოდ მან მატჩამდე ერთი დღით ადრე, სამშაბათს კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს და უარყოფითი პასუხი მიიღოს.