სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ ინგლისურმა „ნიუკასლმა“ ახალგაზრდულ გუნდში 23 წლის ფრანგი ფლორან ინდალესიო დაიმატა.
ბიჭს სპეციალურად გასინჯეს. ისედაც კარგად ითამაშა და მაკრატელათი გატანილი გოლით საბოლოოდ მოიგო სტივ ბრუსის გული.
თუმცა, გოლზე უფრო საინტერესო ფლორანის ისტორიაა. 15 წლამდე „სენტ-ეტიენის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც დისციპლინის ხშირი დარღვევისთვის გარიცხეს. მალევე ყმაწვილს ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობამ რამდენიმე წელი წაიღო. გამოჯანმრთელებულმა ბედის საძებრად ჯერ აშშ-ს, მერე კი ავსტრალიას მიაშურა. ფლორანი სიდნეიში მშენებლობაზე მუშაობდა – აგურით აშენებდა და გულის გადასაყოლებლად მეოთხე ლიგის გუნდში ბურთაობდა. პანდემიამ ფრანგი აიძულა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც სენტ-ეტიენელ ძმაკაცს, ალან სენ-მაქსიმენს გადაყარა. ალანი „ნიუკასლის“ წევრია და ხელმძღვანელობასთან მან უშუამდგომლა, იქნებ გასინჯოთო.
დანარჩენი უკვე იცით: ბიჭი, რომელიც გაზაფხულზე მშენებლობაზე მუშაობდა, დღეს „ნიუკასლის“ ფეხურთელია.
No description available.