საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაწყვიტა ურთიერთობა მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძესთან. ეს თავად ქართველი სპეციალისტის ინიციატივით მოხდა.
შაბათს „დნეპრი 1“-თან 1:3 მარცხის შემდეგ ცეცაძეს საბოლოოდ გაუცრუვდა შეგირდების იმედი. მისი ხელმძღვანელობით „ლვოვმა“ ჯამში 12 მატჩი გამართა, ვერც ერთი ვერ მოიგო და მხოლოდ სამ ფრეს გამორჩა.
მიმდინარე ჩემპიონატის 6 ტურში გუნდმა ერთადერთი ქულა მოიპოვა და ცხრილის ფსკერზე განისვენებს.