Real Madrid: Luka Jovic, self-isolating at home under coronavirus protocol  - AS.comმადრიდის „რეალის“ სერბ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩს სამშობლოში არ ჩაესვლება. საქმე ის არის, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ფეხბურთელს „ვირის აბანოში“ ამოაყოფიებენ თავს.

22 წლის ფეხბურთელს ბრალად ბელგრადში საკარანტინო წესების დარღვევა ედება და ექვსი თვე პატიმრობა ელის.

იოვიჩმა 19 მარტს დაარღვია კარანტინი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სერბეთში იქნა შემოღებული. სერბული კანონმდებლობით, ქვეყანაში შესულ ადამიანს კარანტინში 28 დღე უნდა გაეტარებინა. ასე იყო იოვიჩის შემთხვევაშიც, რომელიც შეწყვეტილი ლა ლიგის პერიოდში ესპანეთიდან სამშობლოში ჩავიდა, თუმცა ვადის ამოწურვამდე ის ბელგრადის ქუჩებში შენიშნეს. თავად ფეხბურთელი რწმუნება, რომ აკრძალვის შესახებ არაფერი იცოდა და მაღაზიაში საყიდლებზე გავიდა, მაგრამ მისი „ზღაპრების“ არ სჯერათ.

ერთია, შესაძლოა, დანაშაული შეამსუბუქოს იმ ფაქტმა, რომ ჯარიმის სახით უკვე გადახდილი აქვს 30.000 ევრო.