„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ მას განმეორებითი ტესტირებისას კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი დაუდასტურდა.

უეფას რეგულაციების თანახმად კი ფეხბურთელმა მატჩამდე ერთი კვირით ადრე უნდა წარადგინოს ცნობა, უარყოფითი ტესტის შესახებ (მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება ტურინში). ახლა კი შინ ყოფნა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს კორონავირუსი 13 ოქტომბერს დაუდასტურდა. მეორე დღეს ის ტურინში დაბრუნდა და მას შემდეგ თვითიზოლაციაშია.

კრიშტიანუ რონალდუ წლის ბომბარდირებს შორის არაა | Live.ge