João Félix has already received the Golden Boy Award! - SL Benficaიტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამოსავლენად 100-ფეხბურთელიანი სია გაფილტრა და მხოლოდ 20 დატოვა.

ეს პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვას თავად „ტუტოსპორტი“ ატარებს.

ოცეული ასე გამოიყურება: მიტჩელ ბაკერი (პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დავიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჟინო დესტი, ანსუ ფატი (ორივე ბარსელონა), ფაბიუ სილვა (ვულვზი), ფილ ფოდენი, ფერან ტორესი (ორივე მანჩესტერ სიტი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰაალანდი, ჯეიდონ სანჩო (ორივე დორტმუნდი), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), როდრიგო, ვინიციუს ჟუნიორი (ორივე რეალი), ბაკაიო საკა (არსენალი), დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი), სანდრო ტონალი (მილანი).

შეგახსენებთ, შარშან ეს პრიზი პორტუგალიელმა ჟოაო ფელიშმა მოიგო.