ესპანელი რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სპორტული დაპირისპირება უკვე ერთი დიდი ლეგენდაა. ორივეს კარიერაში „დიდი მუზარადის“ 20 ტურნირი აქვს მოგებული. ეს სარეკორდო მაჩვენებელია.
თუმცა, კორტს გარეთ ჩოგბურთელებს სხვა ურთიერთობა აქვთ და ნადალმაც ამაზე ისაუბრა…
„როჯერთან წლებია შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ. გადავიტანეთ კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები. „როლან გაროსის“ მოგებით ფედერერს „მეიჯორის“ ტიტულებით დავეწიე, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მეტიც, ეს დიდი პატივია, თუმცა ჩვენ ვთამაშობთ ჩოგბურთს და მეტს არაფერს. ცხოვრება მაშინ არის მშვენიერია, როდესაც მოწინააღმდეგესთან კარგი ურთიერთობა გაქვს. შესანიშნავი ატმოსფერო გასახდელში და ერთმანეთთან ურთიერთობა ტურნირებს უფრო სასიამოვნოს ხდის, ვიდრე პრინციპული დაპირისპირებები“, – აღნიშნა რაფამ.