უეფა ბოლო პერიოდში ახალი და ნოვატორული საქმეებით არის დაკავებული. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს შემოგვთავაზებს.

უეფა მზადაა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 36-მდე გაზრდა განიხილოს. გეგმის 2 ვერსია არსებობს:

6 ჯგუფში 36 გუნდი გადანაწილდება და მიმოსვლითი სისტემით 10 მატჩს ჩაატარებს;

ყოველი გუნდი 10 შეხვედრას სხვადასხვა გუნდებთან გამართავს და ეს განთესვის წესით მოხდება;

ბრიტანული მედიის მტკიცებით, უპირატესობა მეორე სისტემას ენიჭება, რადგან ტელევიზიებისათვის უფრო მიმზიდველი იქნება.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას 2021 წელს მიიღებენ.

UEFA Champions League: Ferencvros' 25-year wait ends, Bayern Munich awaits  rivals at group stage draw