„რაგბი ევროპის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 1 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ უნდა გამართულიყო, კიდევ ერთხელ გადაიდო.
„ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, „რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება“, – ნათქვამია ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება საქართველოსა და რუსეთის, ასევე „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.