კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი, თბილისური დერბი „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის გადაიდო. საქმე ის არის, რომ „ლოკომოტივის“ მწვრთნელებს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიუვიდათ.

COVID 19-ის ტესტმა დადებითი პასუხი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტს ლაშა ჭაღიაშვილს და ფიზ-მომზადების მწვრთნელს, იტალიელ რიკარდო დე ვივოს უჩვენა.

მწვრთნელების მდგომარეობა სტაბილურია.