Toronto Raptors' Nick Nurse Has an Interesting Take on the LeBron James vs  Michael Jordan NBA GOAT Debate - EssentiallySportsკორონავირუსმა დიდი გავლენა მოახდინა NBA-ს გასულ სეზონზე. რეგულარული სეზონი შემცირდა, გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული „ბაბლის“ სისტემით, ერთ ქალაქში გაგრძელდა და უმაყურებლოდ ჩამთავრდა. ცხადია, ამ ყველაფერმა, გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედა.

ბუღალტერია იმიტომ მოიგონეს, რომ ეს ყველაფერი დაეთვალათ. ჰოდა, სპეციალისტები ჩამოსხდნენ და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დანაკარგები დაიანგარიშეს. ჯამში, 30-მა კლუბმა 694 მილიონი დოლარი დაკარგა.

ყველაზე მეტი სეზონის ჩემპიონმა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ იზარალა. მარტო საშინაო მატჩების დაკარგვით, მათ ხაზინაში დამატებით 52.7 მილიონი დოლარი არ შევიდა. მეორე ადგილზეა „ნიუ იორკ ნიქსი“ – 45 მილიონი, ხოლო მესამეზე „გოლდენ სტეიტი“ – 42.5 მილიონი.

ყველაზე იოლად „მემფის გრიზლი“ გამოძვრა – მათი დანაკარგი 10.4 მილიონია.