ალექსანდრე ჩეფერინი: მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 2022-ის მსოფლიოს ჩემპიონატს პრობლემებს შეუქმნის - 1TVუეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გაისად გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ყველაფერი რიგზე ვერ არის, კორონავირუსმა ბევრი რამ აურია და შესაძლოა, კიდევ აურიოს.

 – ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება. თუმცა შესაძლოა, მასპინძელი ქალაქების რიცხვი შემცირდეს. ანუ, ევრო-2020 არა 12 ქალაქში, არამედ 11-ში, ან 6-ში, ან 5-ში გაიმართოს. არაა გამორიცხული, რომ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში ჩატარდეს, – თქვა უეფას პრეზიდენტმა

როგორც იცით, ევრო 2020 გაისად კი ჩატარდება, მაგრამ სახელი შეინარჩუნა. მაინც 2020 იქნება.

ჩემპიონატი 12 ქალაქშია დაგეგმილი, მაგრამ დიდი ალბათობით, ბაქო და სანქტ-პეტერბურგი პირველები გამოაკლდებიან…

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები თუ გავიდა ევროპაზე, ჯგუფში ორი მატჩი ბუქარესტში უწევს და ერთი – ამსტერდამში. თუმცა როგორც დავწერეთ, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დადგეს.

წილი
წინა სტატიარეალმა ვერ ივარგა
შემდეგი სტატიარომა ფონსეკას აპრესინგებს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...