2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიამ 4:2 მოუგო პერუს. 28 წლის ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მეორე ადგილზე აინაცვლა. ახლა მის ანგარიშზე 64 გოლია. ნეიმარმა უკან რონალდო (62) მოიტოვა. წინ კი მხოლოდ ფეხბურთი მეფე პელეა (77).
რონალდომ ნეიმარს მიღწევა საკუთარ ინსტაგრამზე მიულოცა.
– ნეიმარ, ყველა მხრივ გაფასებ. შენ ბევრს თამაშობ, არიგებ პასებს, გაქვს შესანიშნავი დრიბლინგი და კარშიც ურტყამ. სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს. იფრინე პატარავ. შენ გასაოცარ ისტორიას წერ. ჩამოყალიბებული და სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარული ხარ. ვიცი, რომ მოედნის მიღმა ზეწოლა სხვაა და უფრო რთული გადასატანია, ვიდრე ბურთის ფეხებში დამორჩილება. ენდე შენს ინსტინქტს, რადგან შენი ნიჭის ადამიანის შეჩერება არავის შეუძლია. შენ უამრავი რეკორდის დამხობა და ისტორიაში დიდი სახელის დატოვება შეგიძლია. მიხარია ბრაზილიელის ხილვა მწვრვალზე, – დაწერა რონალდომ.