„კლივლენდ კავალიერსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, დევიდ ბლატმა ყოფილი შეგირდის, ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და მისი როლი კალატბურთის ისტორიაში შეაფასა.

Report: LeBron James repeatedly defied David Blatt during NBA Finals– ყოველთვის მეკითხებიან ითვლება თუ არა ლებრონი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად. ჩემი შეხედულებით, საუკეთესოდ ერთი კალათბურთელის აღიარება არ შეიძლება. ყველა ათწლეულს თავისი სუპერგმირი ჰყავდა და მათი შედარება, მინიმუმ არასერიოზულია. ვფიქრობ, 60-იან წლებში ასეთები იყვნენ უილტ ჩემბერლენი და ბილ რასელი; 70-იან წლებში – ქარიმ აბდულ ჯაბარი; 80-იანებში მეჯიქ ჯონსონი და ლარი ბერდი; 90-იანებს ჰყავდა მაიკლ ჯორდანი, ხოლო 21-ე საუკუნის საუკეთესო ჯეიმსი არის. არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და ლებრონს არ აღიარებენ და არგუმენტებიც მოჰყავთ, თუმცა ესეც კანონზომიერია – ყველას თავისი შეხედულება აქვს.

აი, თუ ვისაუბრებთ ლებრონის და ენტონი დევისის წყვილზე, ვფიქრობ, ისინი საუკეთესოდ უგებენ ერთმანეთს. მათი ერთად ნათამაშევი პირველი სეზონი იდეალური იყო. ისინი ავსებენ ერთმანეთს, არ ძუნწობენ საკუთარი სტატისტიკის გასაუმჯობესებლად და გუნდს წინა პლანზე აყენებდნენ. რა იქნება მომავალში, ამასაც ერთად ვნახავთ. ამჯერად, ეს წყვილი NBA-ში საუკეთესოა, – განაცხადა ბლატმა.