Calciomercato: ПСЖ хочет подписать Криштиану Роналду - FootBoomთუკი ჯანდაცვის ორგანოები ნებას დართავენ, კრიშტიანუ რონალდუ უკვე ხვალ ჩაფრინდება იტალიაში და გადავა კარანტინში ტურინის „იუვენტუსის“ ბაზაზე.
მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა სკანდალით დატოვა კლუბის ბაზა და ნაკრების დასახმარებლად გაფრინდა. ამის შემდეგ პორტუგალიელის კოვიდ-ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა, მაგრამ ეს განაჩენი არ არის. პორტუგალიური 14-დღიანისგან განსხვავებით, იტალიური სამედიცინო პროტოკოლი 10-დღიან კარანტინს ითვალისწინებს.
ასეთ პირობებში კრიშტიანუ მოასწრებს მატჩამდე 72 საათით ადრე სავალდებულო ტესტის ჩაბარებას და თუ პასუხი უარყოფითი იქნა, ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
შეხვედრა 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. შესაბამისად, რონალდუმ ტესტი 25 ოქტომბერს უნდა ჩააბაროს, ანუ ხვალიდანვე კარანტინზე უნდა გადავიდეს.
ყველა სხვა შემთხვევაში „იუვენტუსი“ მისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ბარსელონასთან“ უპირველეს ვარსკვლავს ვერ დაიხმარს.