
უფრო მეტი გოლი ბრაზილიის სახელით (77 გოლი) მხოლოდ პელეს აქვს გატანილი. ისეთი პირი უჩანს, ნეი მეფესაც გადაასწრებს და ამას თავისი ახსნა აქვს: შეიცვალა საერთაშორისო ტურნირების საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების ფორმატი, რამაც სანაკრებო მატჩების რაოდენობა გაზარდა.
გაცილებით ხშირია, ამხანაგური შეხვედრებიც, თუმცა ეს მის მიღწევას ვერანაირად ვერ აკნინებს. ახლა ნეიმარს პელეს მიღწევის გაუმჯობესების დიდი შანსი აქვს. საუკეთესო ბრაზილიელ მეგოლეთა ხუთეულში პელეს, ნეიმარისა და რონალდოს გარდა, რომარიო (55 გოლი) და ზიკო (48 გოლი) შედიან.