პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ შემტევ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფეხბურთელს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ოთხშაბათს, შვედეთის ნაკრებთან გასამართ ერთა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს.

ირკვევა ისიც, რომ კრიშტიანუს კონტაქტი ჰქონდა პორტუგალიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელთან. გუშინ რონალდუმ გუნდის საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – ერთად მოედანზე და მის გარეთ.

რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში 167 მატჩი გამართა და 101 გოლი გაიტანა. მსოფლიოში ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით მას მხოლოდ ირანელი ალი დაეი უსწრებს.

Криштиану Роналду заразился коронавирусом - Чемпионат