Rafa Nadal dona un millón de euros a los afectados por las inundaciones de  Sant Llorenç | MARCA Claro Argentinaკუნძულ მალიორკაზე, ქალაქ სან ლორენსის ერთ-ერთ  ქუჩას ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის სახელი მიენიჭება.

არ იფიქროთ, ეს მისი სპორტული მიღწევების გამო ხდებოდეს – ქალაქის ხელმძღვანელობას სურს ნადალს კუნძულზე 2018 წელს მომხდარ წყალდიდობის დროს შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა ამ ფორმით გადაუხადოს.

წყალდიდობა მალიორკაზე 2 წლის წინ მოხდა. სტიქიური უბედურება კუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური იყო და, შედეგად, 35.000 ადამიანი დაზარალდა.

რაფა დაზარალებულებს, როგორც  ფინანსურად, ასევე ფიზიკურად დაეხმარა. ეს არც ნადალისთვის იყო პირველი შემთხვევა – მშობლიურ კუნძულზე საქველმოქმედო საქმიანობას ხშირად ეწევა.