Gazzetta: "Donnarumma to exit Milan with no contract renewal" - AS.com„პარი სენ-ჟერმენი“ „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებით არის დაინტერესებული. ირკვევა, რომ პარიზელებს 21 წლის მეკარის ხილვა საკუთარ გუნდში 2021 წლიდან სურთ, მაშინ, როდესაც დონარუმასა და „მილანს“ შორის საკონტრაქტო ვალდებულებები ამოიწურება.

პსჟ-ს სხვა გათვლაც აქვს – ფრანგებმა შეიტყვეს, რომ დონარუმა და მილანური კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან, რადგან მეკარეს დიდი მოთხოვნები აქვს. დონარუმას წელიწადში 8 მილიონი ევრო სურს, ასევე ფეხბურთელის აგენტს, მინო რაიოლა ამბობს, რომ დონარუმას გამოსასყიდ ფასად კონტრაქტში 30 მილიონი უნდა ჩაიწეროს.

ჯანლუიჯი „მილანის“ აღზრდილია და გუნდში 2015 წლიდან ირიცხება. მის წასვლასთან დაკავშირებით ადრეც მომხდარა სკანდალური ფაქტები. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მოძალებული მადის გამო და გულშემატკივრებმა დონარუმას ტრიბუნებიდან ყალბი ერთდოლარიანი კუპიურები ესროლეს.

ახლა კი სულაც უფასოდ წასვლას აპირებს…