ფანტასტიურია! ესპანელმა რაფა ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალში სამ სეტში „ჩამოალაბორანტა“ ნოვაკ ჯოკოვიჩი და საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მეცამეტედ გახდა.
რაფას ამ ტურნირზე სულ 15-ჯერ აქვს ნათამაშევი და სულ ორი მარცხი განიცადა, ნოვაკთან მოგება კი მე-100 იყო. ჯამში მისი სლემტიტულების ოდენობა 20 გახდა, რითაც როჯერ ფედერერს გაუტოლდა.
French Open: Competing against himself, Rafael Nadal conquers 11th French  Open titleსაფრანგეთში 13 ტიტულიდან 4 ესპანელს სეტის დაუთმობლად აქვს მოგებული – რეკორდი! დიდი მუზარადის ტურნირებზე პირველსა და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვებას შორის სხვაობა 15 წელია – რეკორდი!
30 წლის ასაკს გადაცილების შემდეგ კიდევ 6 სლემტიტული მოიგო – რეკორდი!
თიხნარზე მოგებული მატჩების 92% – რეკორდი!
თიხნარზე ზედიზედ მოგებული 81 მატჩი – რეკორდი!
რაფა ნადალმა 10 და მეტჯერ მოიგო სამი დიდი ტურნირი: „როლან გაროსი“ (13), მონტე-კარლო (11) და ბარსელონა (11) – რეკორდი!
ესპანელს 21-ჯერ ჰყავს დამარცხებული მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგნები – რეკორდი!
ამას დავუმატოთ, რომ როჯერ ფედერერს პირად შეხვედრებში 24:16 უგებს.
ასე რომ, სერიოზული დილემაა: ვინ არის ყველა დროის უდიადესი?
ჯერ ნოვაკი მოიცდის…