Man Utd news: Woodward hints at Pochettino decision in Solskjaer transfer  comments | Football | Sport | Express.co.ukთუ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ორ-სამ კვირაში „მანჩესტერი“ მკვეთრად ვერ გამოასწორებს თამაშის ხარისხს და შედეგებს, მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი უმუშევარი დარჩება.
ამის შესახებ მანჩესტერელთა ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა ღიად განაცხადა. ბრიტანულმა მედიამ მშვენივრად იცის სერ ვუდვორდის მკვეთრი განცხადების მიზეზი. ამ „მიზეზს“ კი სახელად მაურიციო პოჩეტინო ჰქვია.
ედ ვუდვორდმა ისიც იცის, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს ძალიან სურს „მანჩესტერში“ მუშაობა და მზად არის, მისთვის ადგილის გასათავისუფლებლად სულშერი ულტიმატუმის კედელთან მიაყენოს.
ვუდვორდი ლამის იფიცება, გადაწყვეტილების მიღებისას ემოციებით არ ვიხელმძღვანელებო, მაგრამ სწორედ ემოციებმა გადასძალა, როცა შარშან, მარტში, სულშერს სრულფასოვანი კონტრაქტი შესთავაზა.