
ხვალ პოლონურ ქალაქ ტიხიში, კატოვიცედან 20 კილომეტრში რომ მდებარეობს, საქართველოს ეროვნული გუნდი სომხეთისას დაუპირისპირდება.
ამასობაში კი ტიხის საქართველოს ნაკრები ესტუმრა. ცუდი ამბავი ისაა, რომ საკადრო პრობლემებს ჩვენი გუნდი ვერც სომხებთან მატჩის წინ აცდა. გიორგი ჩაკვეტაძისა და დავით ხოჭოლავას გარდა, რომელებზეც აქამდეც ვიცოდით, კვირას ვერც გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე ითამაშებდნენ, ორივე ტრავმირებულია.სომხეთის ნაკრებთან სათამაშოდ ვაისის განკარგულებაში ესენი არიან.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო)
მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში,უნგრეთი), მამუკა კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი (ორივე – დინამო ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასფორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი ( ორივე – ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი,პოლონეთი)
შეგახსენებთ, C ლიგის პირველ ტურში საქართველომ სტუმრად ესტონეთს 1:0 მოუგო, მერე კი ჩრდ. მაკედონიასთან 1:1 ითამაშა. სომხებმა შინ ესტონეთს 2:0 მოუგეს, ამავე ანგარიშით კი მაკედონიასთან სტუმრად დათმეს.






