
ბურუსი ფლორენტინო პერესმა გაფანტა. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ქომაგები ვერ გაუგებენ, თუ „რეალი“ უაღრესად დამსახურებულ ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს არ შესთავაზებს. ეს კი უახლოეს მომავალში მოხდება.
ჯერ უცნობია, უერთგულებს თუ არა კლუბი საკუთარ სატრანსფერო პოლიტიკას. როგორც წესი, „რეალი“ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კონტრაქტს ყოველ ჯერზე მხოლოდ თითო წლით უხანგრძლივებს.
შესაძლოა, ამჯერად გამონაკლისიც დაუშვან, მაგრამ თუ ასე მოხდა, მათი ასტრონომიული ხელფასები ალბათ გადაიხედება.