კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ გასახდელში სერიოზული სკანდალი მოაწყო. საქმე იმაშია, რომ გუნდის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელები კლუბის სასტუმროშივე გადაეყვანა კარანტინზე, რომელიც იქვე, საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს.
Portugal vs Spain: Cristiano Ronaldo was furious with referee during  international friendly | GiveMeSportარადა, იმ მომენტში ფეხბურთელებს ორ-ორ ტესტზე ჰქონდათ მიღებული უარყოფითი პასუხი, იტალიური ჯანდაცვის პროტოკოლი კი სამ ტესტს ითვალისწინებს.
თუ კარანტინში დარჩებოდა, რონალდუს ესპანეთთან პორტუგალიის ნაკრების ამხანაგური მატჩი უნდა გამოეტოვებინა (0:0).
რონალდუს კლუბის ორი ხელმძღვანელთაგანი მიუგზავნეს, რომლებსაც ღრიალით აუხსნა საკუთარი სიმართლე, მერე კი ის თანაგუნდელებიც მიაყოლა, რომლებმაც შეფების პოზიცია გაიზიარეს.
კრიშტიანუმ ბაზა დატოვა და სამშობლოში გაფრინდა. უკვე ამის შემდეგ მის მაგალითს პაულო დიბალამ, ხუან კვადრადომ, დანილომ, როდრიგო ბენტანკურმა და მერიხ დემირალმა მიბაძეს – საკუთარ ნაკრებებს შეუერთდნენ. ამათმა შემყურე ჯიჯი ბუფონმა ჩანთა ჩაალაგა და… უბრალოდ, შინ წავიდა.
სასტუმროში კარანტინზე დანარჩენები გადაიყვანეს. ჯერ ურჩ ფეხბურთელთა მიმართ სანქციებზე კლუბში არაფერი თქმულა.