ჭრიალით, რყევებით, დიდი ვარდნებით და ნაკლები აღზევებებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დამოუკიდებლობის დღიდან პირველად, დიდ აეროდრომს უწია – ახლა უსაფრთხოდ დაფრენაა საჭირო.

ჩვენს „ეროვნულზე“ ნახევარფინალსა და მოგვცემს ღმერთი – ფინალურ მატჩებში გადაწყდება, შეირხევა თუ არა ქართული ფეხბურთის სიმი, გაჩნდება თუ არა შანსი, ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე დიდებს დავეტაკოთ და იმ დროს დავუბრუნდეთ, როცა ქართველების ნათამაშევს ტაშს უკრავდნენ.

ან კიდევ – მორიგ მელანქოლიაში ჩავვარდეთ და უკვე ყელში ამოსულ „ბარსა“ – „რეალს“ დავუბრუნდეთ.

ბოლო ათწლეულებში საქართველოში ფეხბურთს მოყვარული შეუმცირდა, რაც გასაკვირია, რადგან ფეხბურთი ქართველთა სპორტად ერთ დღეში ხომ არ ქცეულა: იყო ფოთი, იყო წელი 1925 და „დინამო“, იყვნენ ბასკი სტუმრები, მესხი, მეტრეველი, ყიფიანი და მრავალი სხვა.

საუკუნის ნაგროვებ სიყვარულს გაქრობა არ უხდება და იქნებ არც გაქრეს, თუკი ხვალ, ეროვნულზე, უმაყურებლოდ…