„ლივერპულის“ ნახევარმცველ შერდან შაქირის კორონავირუსი აღმოაჩნდა, – გვამცნობს შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩასულ შაქირის გამოკვლევა ჩაუტარეს და კორონავირუსი დაუდგინეს. ის „ლივერპულის“ მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ეს ინფექცია დაუდასტურდა.
მანამდე კორონა ახალწვეულ ტიაგუ ალკანტარას და გუნდის ლიდერ სადიო მანეს დაუდგინდათ.
COVID-19-ის გამო, შაქირი ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩს (7 ოქტომბერს), ასევე ესპანეთთან (10 ოქტომბერს) და გერმანიასთან (13 ოქტომბერს) ერთა ლიგის შეხვედრებს გამოტოვებს.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
