სომხეთ – აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენების გამო, უეფას მიიღო გადაწყვეტილება და 2020-21 წლების სეზონის ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ გუნდებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

შედეგად, ერევნის ნაცვლად ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთის ნაკრები საქართველოს პოლონეთის ქალაქ ტუხში უმასპინძლებს. მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩი გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

Stadion Miejski Tychy (Stadion GKS-u Tychy) – StadiumDB.com