საქართველო-ბელარუსის მატჩი, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით, მომდევნო დღეებში მიიღებს. თუმცა, ისტორიულ მატჩამდე სულ სამი დღეა დარჩენილი, აქედან გამომდინარე სიტუაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ.

არადა, უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, მასპინძელ გუნდს სტადიონის ტევადობის 30 %-ის შევსების უფლება მიეცა, მაგრამ გულშემატკივართა დაშვების საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას მიეცა. შედეგად, მივიღეთ, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ბელარუსის ნაკრებთან თბილისში 8 ოქტომბერს გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი, ფინალურ მატჩსაც შინ ითამაშებს და მოგებული ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

წილი
წინა სტატიაორიც და გავდივართ
შემდეგი სტატიანემსაძის ფაქტორი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...