Georgi Navalovski Gürcüstan millisinə dəvət olundu | Neftçi PFK
გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

კარს მოგვადგა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი. თუმცა, 8 ოქტომბერს ბელარუსთან შეხვედრის გარდა, 11 და 14 ოქტომბერს არანაკლებ საინტერესო თამაშები გველის.

ვლადიმირ ვაისის გუნდის მზადებას ხვალიდან დაიწყებს. თუმცა, უკვე თბილისში არიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც აშშ-დან დროულად ჩამოფრინდნენ, რათა სავალდებულო საკარანტინო პროცედურების გავლა მოესწროთ.

ამერიკელ ქართველებს ადგილობრივებიც შეუერთდნენ – ლაზარე კუპატაძე, ნიკა მალი, მამუკა კობახიძე და ჯაბა ჯიღაური.

ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა და ეტყობა ჯერ სრულად არ არის გამოჯანმრთელებული.

შემტევი დავითაშვილის ნაცვლად, ვაისმა ნაკრებში „ბათუმის“ მარცხენა მცველს, გიორგი ნავალოვსკის უხმო.