სერჟინიო დესტმა „ბარსელონას” ოფიციალურ არხზე ესპანურ კლუბში ტრანსფერის წინა პერიოდზე ილაპარაკა. „აიაქსის” ყოფილმა მარჯვენა მცველმა ახალი კლუბისთვის აღმატებული სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ბედნიერია, რადგან ამიერიდან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ ითამაშებს.

„ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, არაჩვეულებრივია. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში დიდი პატივია. ამას ჰქვია ახდენილი ოცნება. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ ვითამაშო. „ბარსაში”, უპირველეს ყოვლისა, მინდა ოსტატება ავიმაღლო. შემდეგ კი მიმსურს ბევრი ჯილდო მოვიგო”.

კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” ჰოლანდიური „დე ტელეგრააფიდან” წამოღებული ციტატებიც გამოაქვეყნა.

„მესის გამო ყოველ შეხვედრაში იმდენს ვირბენ, სანამ ფილტვები ჟანგბადისგან არ დამეცლება, — ამბობს დესტი და „აიაქსიდან” „ბარსელონაში” მისი ტრანსფერის სპეციფიკურ მხარეს იგონებს, — ორი კვირის წინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ „ბაიერნის” მოთამაშე გავხდებოდი, მაგრამ ბავარიელებმა „აიაქსს” კორონავირუსის გამო საკმარისი თანხა ვერ შესთავაზეს. ამასობაში კი „ბარსელონამ” გამოიჩინა ინიციატივა. ყველაფერი შეიცვალა”.