Serie A – The Dawn of a New Season | Forza Italian Footballსერია A ისევ საფრთხის წინაშეა – იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ძამპა ჩემპიონატის შეჩერებას მოითხოვს. ცხადია, მიზეზი კორონავირუსია.

„ჩემპიონატი უნდა შეჩერდეს. დაავადებულთა რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც დადებითი ტესტების ასეთი მაღალი რაოდენობა გვაქვს, საფეხბურთო სეზონის გაჩერებაა საჭირო. შეიძლება უამრავი ადამიანი დაავადდეს,“ – ამბობს ძამპა.

ჩემპიონატის შეჩერების საფრთხე მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც „ჯენოაში“ 14 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.

ახლა „ჯენოას“ მორიგი შეხვედრა 3 ოქტომბერს „ტორინოსთან“ უწევს. თუმცა, სერია A-ს ხელმძღვანელობა აპირებს უეფას პროტოკოლის თანახმად იმოქმედოს – გუნდს განაცხადში მინიმუმ 13 ფეხბურთელი (მათ შორის ერთი მეკარე) უნდა ჰყავდეს.

ასევე განიხილება თამაშის გადატანის შესაძლებლობაც.

წილი
წინა სტატიასერენას სიბერე და აქილევსი
შემდეგი სტატიამარხელმა 28 შეარჩია
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...