Thiago: You have minus one second - FC Bayern Munichნავსიანი აღმოჩნდა ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი ინგლისურ „ლივერპულში“.

ესპანელი ნახევარმცველი მიუნხენის „ბაიერნს“ ოფიციალურად 18 სექტემბერს დაემშვიდობა, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში „ჩელსისთან“ კი უკვე მისი დებიუტი შედგა.

სამწუხაროდ, ორშაბათს კორონავირუსზე გაკეთებულმა ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა, რაც ტიაგოს გუნდიდან იზოლირებას ნიშნავს.

„კლუბი გეგმავს, მომავალშიც დაიცვას ყველა პროტოკოლი, რომელიც კორონავირუსს ეხება. ტიაგო თვითიზოლაციაში დაჰყოფს იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება,“- ნათქვამია „ლივერპულის“ ოფიციალურ განცხადებაში.