ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია… უნაი ემერი მწვრთნელის რანგში მეცამეტედ ეწვია „კამპ ნოუს“ და მეცამეტე მარცხი იწვნია. ეს მოხდა ლა ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში – ემერის  „ვილიარეალი“ 0:4 განადგურდა „ბარსელონასთან“.

ემერი „ვილიარეალს“ სათავეში ამ ზაფხულს ჩაუდგა, თუმც აქამდე „კამპ ნოუზე“ ლონდონის „არსენალის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „სევილიას“, „ვალენსიას“, „ალმერიასა“ და „ლორკა დეპორტივოს“ ჩაყვანა მოუხდა.

ყველა შემთხვევაში ემერის გუნდი უშანსოდ იყო…

Unai Emery: Fans happy pass say Arsenal sack dia coach - BBC News Pidgin