Lakers' LeBron James Says Anthony Davis 'Everything I Expected and More' |  Bleacher Report | Latest News, Videos and Highlights„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ მიმდინარე NBA-ს სეზონის პირველი ფინალისტია. დასავლეთ კონფერენციის გადამწვეტ სერიაში „ლეიკერსმა“ 4:1 დაამარცხა „დენვერ ნაგითსი“. კალიფორნიელთაგან მოედანზე საუკეთესოები იყვნენ ლებრონ ჯეიმსი (38 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი) და ენტონი დევისი (27 ქულა).

ნამატჩევს დევისმა განაცხადა, რომ თუ „ლეიკერსი“ სეზონს ვერ მოიგებს, მისი და ლებრონის ჩავარდნა იქნება.

„როდესაც გუნდში მივედი, ლებრონმა მითხრა, რომ პირველ საჩემპიონო ბეჭედს მომაგებინებდა. მეც ვუპასუხე, რომ მისი ფინალში დაბრუნება მინდა. ალბათ გახსოვთ, რომ შარშან ლებრონი ფინალს მიღმა დარჩა – ხელი ტრავმამ შეუშალა. ჩვენ არ გვინდა ერთმანეთს შეპირება შეპირებად დავტოვოთ. კარგად ვიცით, რისთვის ვართ „ლეიკერსში“. გვსურს ჩემპიონატი მოვიგოთ. საამისოდ კი, ოთხი მოგება გვჭირდება. ეს ნიშნავს, რომ მიზანს კიდევ უფრო მივუახლოვდით. ლებრონი გრძნობს, რომ თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, მე გამაწბილებს. იგივეს ვფიქრობ თავადაც და არ ვაპირებ ლებრონის გაწბილებას“, – განაცხადა დევისმა.

გეტყვით იმასაც, რომ მეორე ფინალისტი აღმოსავლეთ კენფერენციაში გაირკვევა, სადაც „მაიამი“ სერიაში 3:2-ს უგებს „ბოსტონს“.