ესპანური „ბეტისის“ მთვარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ლა ლიგის მესამე ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა მადრიდის „რეალთან“ 2:3 წააგო, კომენტარი გააკეთა.
„როდესაც „რეალისა“ და VAR-ის წინააღმდეგ ერთდროულად თამაშობ, უკვე ზედმეტია. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, გავიტანეთ ორი გოლი და გვქონდა სამი რეალური მომენტი. მერე, განხილვის შემდეგ მსაჯმა თავს უფლება მისცა დაენიშნა პენალტი „რეალის“ სასარგებლოდ და გაეძევებინა ჩვენი ფეხბურთელი. თუმცა, ვაფასებ ჩემი გუნდის თამაშს, როდესაც მოედანზე თანაბარი რაოდენობის ფეხბურთელები იდგნენ. კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გზით მივდივართ – ფეხბურთელის გაძევებამდე „რეალს“ ვაჯობეთ,“ – განაცხადა პელეგრინიმ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ პელეგრინი 2009-10 წლებში „რეალს“ წვრთნიდა და ახლა, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ „რეალს“ მსაჯები ეხმარებიან.
შეგახსნებთ, „რეალმა“ წაგებული პირველი ტაიმის (1:2) შემდეგ სტუმრად 3:2 მოუგო „ბეტისს“.