მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის მატჩში „ბეტისთან“ (3:2) გოლი გაიტანა, რაც მცველებისთვის ახალი მიღწევაა.
რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა. ზუსტად ამდენივე სეზონში აქვს გატანილი „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელს კარლოს ალონსოს, ხოლო რეკორდსმენად „ბილბაოს“ შემტევი აგუსტინ გაინსა ითვლება, რომელსაც ზედიზედ 19 სეზონში გაუტანია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ რამოსი ეროვნული გუნდებში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა, როდესაც უკრაინას ორჯერ გაუტანა, სულ ნაკრებში 23 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მანამდე პირველ დანიელ პასარელას გადაასწრო.