ბორჯღალოსნები: შემადგენლობა ესპანეთისთვისსაქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთელი ეს პერიოდები ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან და გარე სამყაროს მოწყდებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკი.

11 ოქტომბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთში მიემგზავრებიან, სადაც ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მზადების მეორე ეტაპს გაივლიან.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს შოტლანდიას „მარიფილდზე“ ტესტ-მატჩში შევხვდებით; 1 ნოემბერს რუსეთთან თბილისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩს გავმართავთ; 14 ნოემბრიდან კი „შემოდგომის ერთა თასში“ ჩავერთვებით, სადაც პირველ დღეს ინგლისს „თვიქენჰემზე“ ვეთამაშებით, 21 ნოემბერს უელსს შევხვდებით, 29-ში კი „ავივაზე“ ირლანდიას ვერკინებით. 5 დეკემბერს ტურნირის დასკვნითი დღეა და ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, მეორე ჯგუფის (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) იმავე რეიტინგის ნაკრებს შევხვდებით.