ალისა შმიდტი დიდი სპორტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. მძლეოსნობაში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მეორე ადგილი მისი მაქსიმუმი იყო.
სამაგიეროდ, 2017 წელს გამოცემა Busted Coverage -ს პლანეტის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად დაასახელა და პოპულარობაც წამში მოვიდა.
სოცქსელებში მის აქაუნთებზე ხელმომწერთა რაოდენობა კარგა ხანია, მილიონს გადასცდა. ჰოდა, ეს ჩვენი ლამაზმანი დორტმუნდის „ბორუსიას“ მძლეოსნობის მწვრთნელი გახდა.
ალისამ გუნდის მოთელვას უხელმძღვანელა, მერე კი მათს ჰუმელსთან ერთად 400-მეტრიანი დისტანციაც გაირბინა.
შედეგი? გუშინ „ბორუსია“ სენსაციურად დამარცხდა „აუგსბურგთან“ – 0:2.
ქალები დაგღუპავენ თქვენ!
