Manchester United scouting Jens Peter Hauge showing the work the club is  doing behind the scenesხშირ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერას ერთი კარგი თამაში განსაზღვრავს. ასე დაემართა ნორვეგიელ იენს ჰეუგეს, რომელმაც ევროპა ლიგის შეხვედრაში „მილანს“ მისსავე „სან სიროზე“ გაუტანა.
იტალიელებმა „ბოდო გლიმტი“ 3:2 დაამარცხეს. 20 წლის ჰეუგემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „როსონერის“ ბოსებს ბევრი არ უფიქრიათ და „ბოდო გლიმტს“ მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზეს.
თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოსო და „გლიმტმა“ 6 მილიონი მოითხოვა. ეს ის თანხა არაა, მილანელებს რომ დააფრთხობს, 20 წლის ბიჭი კი თუნდაც მხოლოდ ამ ინფორმაციის გავრცელების წყალობით, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
ნორვეგიის ჩემპიონატში მან 17 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი ცხრილის სათავეშია და სასწაული შედეგიანობით გამორჩევა – 18 მატჩი, 65 გოლი. ამასთან 16 მოგება, 2 ფრე.