Lautaro Martinez - Bio, Birthday, Wiki, Facts, Net Worth, Dating, Agustina Gandolfo, Age, Height, Parents, Inter Milan, Barcelona, Transfer, Salaryესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ არ კარგავს იმედს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მაინც მოახერხებს მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ბლაუგრანა“ ბოლოჯერ შეეცდება 23 წლის არგენტინელის ხელში ჩაგდებას. არადა, კლუბები უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლა გადამწყვეტი მომენტია.

ესპანური მედია იმასაც წერს, რომ „ბარსელონას“ ახლა სურს არგენტინელის გადაბირება, რადგან გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. თუ „ინტერს“ ვერ შეუთანხმდებიან, ესპანელები ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთვებიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტინესი მადრიდის „რეალში“ გადავიდოდა, მაგრამ მოგვიანებით არ დადასტურდა…