იტალიურმა მედიამ „მილანის“ ოფიციალურ განცხადებას დაასწრო და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.
ბუნებრივია, 38 წლის შვედი ფორვარდი ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპალიგის შეხვედრაში „ბოდო გლიმტის“ წინააღმდეგ.
ტესტირება გეგმიური იყო და იბრაჰიმოვიჩს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
უფრო ადრე კორონავირუსი „მილანის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს – მცველ ლეონარდო დუარტეს დაუდასტურდა.