უზბეკური მედიის ცნობით, ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უზბეკური მედია იმასაც წერს, რომ არველაძეს ასთმა აქვს, რამაც, შესაძლოა, მდგომარეობა ცოტა დაამძიმოს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ცნობილი არ არის, ვიცით მხოლოდ ის, რომ შოთი თვითიზოლაციაში იმყოფება, სადაც 14 დღის განმავლობაში მოუწევს დარჩენა.
ეს ნიშნავს, რომ ქართველი სპეციალისტი „ფახთაქორს“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ირანულ „შაჰრი ხოდრუსთან“ ვერ უხელმძღვანელებს. ეს შეხვედრა დღეს, ირანში უნდა გაიმართოს.
არადა, აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი „ფახთაქორისთვის“ მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში გავა.