Serena praises Halep in Wimbledon defeat: 'Simona just played her heart out'რუმინელმა სიმონა ჰალეპმა რომში გაასამა – ზედიზედ მესამე ტურნირი მოიგო. მისმა მეტოქემ, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ ფინალში წინააღმდეგობა ტრავმის გამო 0:6, 1:2 ანგარიშისას შეწყვიტა.
28 წლის რუმინელი ამჟამად მსოფლიოს მეორე ჩოგანია და მხოლოდ ეშლი ბარტის ჩამორჩება. 2013 წელს მან კარიერაში პირველად მოიგო WTA-ის ტიტული და მას შემდეგ ჯამში 22-ჯერ იპირველა.
ამავე პერიოდში უფრო მეტი ტურნირი მხოლოდ სერენა უილიამსს აქვს მოგებული – 27. აშშ – ის წლევანდელი ღია პირველობა სიმონა ჰალეპმა გართულებული პანდემიური ფონის გამო გამოტოვა. არადა, სიმონას დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით, იქაც უპირველეს ფავორიტთა შორის იქნებოდა.