კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი – ეს სამი ფეხბურთელი იბრძოლებს 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის. ეს სია უეფამ საკუთარ ვებგვერდზე წარმოადგინა.

პირველად ხდება, რომ ბოლო 12 წლის მანძილზე სამეულში არც კრიშტიანუ რონალდუა და არც ლიონელ მესი.

ბელგიელი დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველია, ხოლო თავდამსხმელი ლევანდოვკი და მეკარე ნოიერი მიუნხენის „ბაიერნს“ წარმოადგენენ.

მათ გარდა, ათეულში მოხვდნენ, მაგრამ პრიზისთვის ვერ იბრძოლებენ:

4-5. ლიონელ მესი, ნეიმარი – 53 ხმა;

6. ტომას მიულერი – 41;

7. კილიან მბაპე – 39;

8. ტიაგო ალკანტარა – 27;

9. ჯოშუა კიმიხი – 26;

10. რონალდუ – 25.

გამოცხადდა ნომინანტი მწვრთნელებიც: ჰანს დიტერ ფლიკი (ბაიერნი), იურგენ კლოპი (ლივერპული) და იულიან ნაგელსმანი (ლაიფციგი). შენიშნავდით, რომ სამივე მწვრთნელი გერმანელია.

შეგახსენებთ, ჟიური იმ 32 მწვრთნელისგან შედგება, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. ასევე, უეფას 55 წევრი ასოციაციის 55 ჟურნალისტისგან. საქართველოდან გამოკითხვაში ტრადიციულად „სარბიელი“ და მისი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე მონაწილეობდა.

საუკეთესო 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრას გამოცხადდება.