მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ კლუბს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის პირობებში.
ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებმა უარი თქვეს პრემიალურ თანხებზე, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობისა და სუპერთასის მოგებისთვისაა გათვალისწინებული. კონკრეტულად: ჩემპიონობისთვის თითოეულ მათგანს 700 ათასი ევრო ერგებოდა, სუპერთასის მოგებისთვის პრემიად კი 300-300 ათასი ევრო იყო დათქმული.
მარტივი მათემატიკა გვეუბნება, რომ მოთამაშეებმა ამ გზით კლუბს დაახლოებით 25 მილიონი დაუზოგეს.