იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში „რომამ“ გასვლითი მატჩი ვერონასთან ფრედ, 0:0 ითამაშა, მაგრამ წაგება ჩაეთვალა. როგორც ირკვევა, „ჯალოროსის“ შემადგენლობაში ითამაშა ფეხბურთელმა, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა.

„რომამ“ 23 წლის ნახევარმცველი ამადუ დიავარა შეცდომით 22-წლამდე გუნდის განაცხადში შეიყვანა, ხოლო „ვერონასთან“ 25-კაციან განაცხადის მიღმა დარჩა. ამის მიუხედავად, მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ დიავარა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და მანაც მოედანზე 89 წუთი დაჰყო.

მომხდარი განიხილეს და „რომას“ 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. შედეგად, მოპოვებული ქულაც ჩამოერთვა.

Roma's 0-0 draw vs Verona set to be turned into 3-0 LOSS after bizarre  admin error on Amadou Diawara's age
ამადუ დიავარას (ბურთით )ვერონასთან არ უნდა ეთამაშა
წილი
წინა სტატიანეიმარმა იაპონელს ჩინელი ეძახა
შემდეგი სტატიავისი გუნდი უფრო ძვირია?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...