Mikhail Markhel appointed new head coach of Belarus football teamსაქართველოს ეროვნულ გუნდს 8 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ბელარუსის ნაკრებთან. სანამ ვლადიმირ ვაისი ფიქრობს, ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 35 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც საბოლოო 27-კაციან სიას 28 სექტემბერს გამოაცხადებს. 3 ოქტომბერს კი გუნდი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. მარხელის გუნდი თბილისში 7 ოქტომბერს გამოემგზავრება.

მარხელის სია ასეთია:

მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკი), დენის შჩერბიცკი (ბატე), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი), სერგეი იგნატოვიჩი (დინამო ბრ);

მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაკსიმ ბორდაჩოვი (ტორპედო ბელაზი), დენის პოლიაკოვი (ქაირათი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე დინამო ბრ), ალეკსანდრ საჩივკო (სოლიგორსკი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი), მაკსიმ შვეცოვი (დინამო მნ), ალეკსეი ლეგჩილინი (ნემანი), სერგეი კარპოვიჩი (ისლოჩი);

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე), ივან მაეცსკი, მაკს ებონგი (ასტანა, ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე დინამო ბრ), ნიკიტა კორზუნი, იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ყველა სოლიგორსკი), იური კოვალიოვი, ვალერი გრომიკო (ორივე არსენალი, რუსეთი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე დინამო მნ), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო ბელაზი);

თავდამსხმელები: მაკსიმ სკავიში (ბატე), ნიკოლაი სიგნევიჩი (ხიმკი, რუსეთი), დენის ლაპტევი (დინამო ბრ), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი).