იურგენ კლოპი ლივერპულელებს გაუბრაზდა. მწვრთნელს არ მოეწონა, რომ მისმა სათადარიგოებმა „ჩელსის” მცველის ანდრეას კრისტენსენის გაძევება იზეიმეს.

„სტემფორდ ბრიჯზე”, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე, კრისტენსენმა სადიო მანეს წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. უფრო სწორად, დანიელს მსაჯმა თავიდან ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ ყვითელი ავტომატურად იქცა წითლად.

ამ ეპიზოდის მიმოხილვისას ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენმა დაწერა: „კრისტენსენის გაძევება რომ დაინახეს, ტრიბუნაზე მსხდომმა „ლივერპულის” სათადარიგო ფეხბურთელებმა ზეიმი დაიწყეს”.

ეს ამბავი ეტყობა მერსისაიდელთა გერმანელმა მწვრთნელმაც დააინახა და თავის ფეხბურთელებს ღრიალი დაუწყო: „თქვენ რა გაგიჟდით? ჩვენ ასე არასდროს ვიქცევით!”

მოგვიანებით, კლოპმა ეს შემთხვევა ჟურნალისტებთანაც განმარტა. ან შეალამაზა: „ზეიმი ჩემს სათადარიგო ფეხბურთელს არ დაუწყია. ის ჩვენი კლუბის თანამშრომელი იყო, რომელსაც ავუხსენი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ასეთი ქცევის ნახვა მეტად აღარ მინდა”.