არტურო ვიდალი „ბარსელონადან” „ინტერში” გადავიდა და ეს ამბავი სულ მალე ოფიციალურადაც დადასტურდება. ჩელელი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმებას გადის. ვიდალს ამ ნაბიჯის გადადგმა „ბარსას” ახალმა თავკაცმა რონალდ კუმანმა აიძულა. ჰოლანდიელმა თქვა, რომ ვიდალი მის გეგმებში არ შედის.
მეგობრის წასვლასთან დაკავშირებით ლეო მესიმ თავის ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები დაწერა:
„მე შენ ჯერ კიდევ იმ დროიდან გიცნობ, როდესაც ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით და ჩემზე ყოველთვის ბრწყინვალე პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდი, მაგრამ, მას მერე, რაც წილად შენი ახლოს გაცნობის ბედნიერება მხვდა, კიდევ უფრო გაკვირვებული და აღფრთოვანებული დავრჩი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გადაგვხვდა ერთად და შენ ყოველთვის შენს ღირსეულ სიტყვას ამბობდი. არტურო ვიდალ, „ბარსელონას” გასახდელს ძალიან დააკლდები. გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს ახალ კლუბში, სადაც შენი ცხოვრების ახალი თავის წერას დაიწყებ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება”.