„ლესტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „რომას“ ნახევარმცველი ჩინგიზ უნდერი იჯარით აიყვანა. 23 წლის თურქი ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება 2020-21 წლების სეზონზეა გათვლილი.
როგორც ირკვევა, „მელიები“ „რომას“ 3 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო 2021 წელს მისი გამოსასყიდი ფასი 25 მილიონი გირვანქა იქნება. ცნობილია უნდერის ხელფასიც – 3.5 მილიონი წელიწადში.
უნდერი „რომაში“ 2017 წელს „ბაშაქშეჰირიდან“ 14,25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. წინა სეზონში თურქმა ფეხბურთელმა „რომას“ შემადგენლობაში 18 მატჩი ითამაშა (10 ძირითადში) და სამი გოლი გაიტანა.
უნდერს „რომასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.